თავში

შესაძლოა მსოფლიო ე.წ. დიდ დეპრესიაში დაბრუნდეს

შესაძლოა მსოფლიო ე.წ. დიდ დეპრესიაში დაბრუნდეს
შესაძლოა მსოფლიო ე.წ. დიდ დეპრესიაში დაბრუნდეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ვაშინგტონში, მსოფლიო ეკონომიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არსებულმა რისკებმა შესაძლოა, ე.წ. დიდი დეპრესია დააბრუნოს, რისი გამომწვევიც ეკონომიკური უთანასწორობა და ბაზრების არასტაბილურობა იქნება. მისივე თქმით ეს მკაფიო სიგნალებია, რასაც დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს მსოფლიო. 

კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების დროს შეიმჩნევა ანალოგიური ტენდენციები, რაც გასული საუკუნის 20-იან (1920-იან) წლებში იქნა დაფიქსირებული.

„მსგავსი საყურადღებო ტენდენციები შეიმჩნეოდა მე-20 საუკუნის პირველ წლებშიც, როდესაც ტექნოლოგიების განვითარებამ და მაქსიმალურმა ინტეგრაციამ, დაუნდობელ 20-იან წლებამდე და ფინანსურ კატასტროფამდე მიიყვანა სამყარო. ახლა რომ მიწევდეს ჩვენი ეპოქის ახალი დეკადის დასაწყისის ეკონომიკური პერსპექტივის შეფასება, მას გაურკვეველს ვუწოდებდი“ - განაცხადა გეორგიევამ.

მისი თქმით,  გადაჭარბებული უთანასწორობა, როგორც ქვეყნებს შორის, ასევე მათ ფარგლებში, აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ამან პოპულიზმსა და პოლიტიკურ აჯანყებებს შეიძლება შეუწყოს ხელი.

შეგახსენებთ, ტერმინი "დიდი დეპრესია" 1929 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს გაჩნდა, რომელიც 10 წელს გაგრძელდა. მან გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system