თავში

შესაძლოა, ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალოს - ჯო ბაიდენი

შესაძლოა, ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალოს - ჯო ბაიდენი
შესაძლოა, ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალოს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციის მიერ, Johnson & Johnson-ის ვაქცინის დამტკიცებას გამოეხმაურა. 

”რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ვაქცინაციას, მით უფრო სწრაფად გადავლახავთ ვირუსს, დავუბრუნდებით ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს და ჩვენი ეკონომიკაც გეგმის მიხედვით განაგრძობს სვლას. 

ჩვენი ბრწყინვალე მეცნიერების, ხალხის სიძლიერის და ამერიკელთა მონდომების წყალობით, სწორი მიმართულებით მივდივართ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ამასთან, პრეზიდენტმა მოსახლეობა კორონავირუსის ახალი შტამების შესახებ გააფრთხილა. 

”ახალი შტამების გავრცელების შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალოს.

გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად და აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, დღეს ამერიკაში კორონავირუსის მესამე ვაქცინა დაამტკიცეს. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ (FDA) კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system