თავში

შესაძლოა, თეთრი დათვები გადაშენდნენ

შესაძლოა, თეთრი დათვები გადაშენდნენ
შესაძლოა, თეთრი დათვები გადაშენდნენ

რამდენიმე ათწლეულია, არქტიკის რეგიონში ზღვის ყინულის მოცულობა მცირდება. ახალი კვლევები კიდევ უფრო საგანგაშო მონაცემებს იძლევა. 

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსთვის, არქტიკის რეგიონში ყინული სრულად გაქრება, რასაც ბევრ სხვა სავალალო შედეგთან ერთად შესაძლოა, თეთრი დათვების გადაშენებაც მოჰყვეს. 

მეცნიერებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები ჩამოაყალიბეს. ოპტიმისტური გათვლებით, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შეჩერების მიუხედავად, არქტიკაში მაინც ძალიან ცოტა ყინული გადარჩება. პესიმისტური ხედვის თანახმად კი თუ  მომავალშიც ამჟამინდელი ტემპით დავაბინძურებთ გარემოს, 2100 წლისთვის ზაფხულზე ყინული მთლიანად გალღვება, რაც პირველ რიგში ყინულის ბინადარ ცხოველებს გაანადგურებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system