თავში

შეთქმულების თეორიები აიძულებს ხალხს შეწყვიტონ პირბადის ტარება და ვაქცინაცია - ბილ გეითსი

შეთქმულების თეორიები აიძულებს ხალხს შეწყვიტონ პირბადის ტარება და ვაქცინაცია - ბილ გეითსი
შეთქმულების თეორიები აიძულებს ხალხს შეწყვიტონ პირბადის ტარება და ვაქცინაცია - ბილ გეითსი

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა, შეთქმულების თეორეტიკოსები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ხალხს აიძულებენ შეწყვიტონ პირბადეების ტარება და ვაქცინაციები.

"შეთქმულების თეორია შეეხო ვაქცინებს და ეს ტრაგიკულია, რადგან ეს იწვევს იმას, რომ ადამიანები უარს ამბობენ პირბადის ტარებაზე და ვაქცინაციაზე", - დასძინა მან.

მისივე თქმით, მას ჯერ არ მიუღია ეფექტური გამოსავალი სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის აღსაკვეთად.

მიუხედავად იმისა, რომ გეითსის სახელი მართლაც გვხვდება სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორიებში და მისი როლი გლობალურ ფარმაცევტულ ასპარეზზე გაზვიადებულია, ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იგი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულია. ცნობილია, რომ მისი ფონდი არაერთ ვაქცინის კომპანიას აფინანსებს. თუმცა, კორონავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის აუცილებლობა სადავოა და ამ საკითხს ექსპერტები განიხილავენ და არა ბილ გეითსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system