თავში

შეუძლიათ თუ არა ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენა?

შეუძლიათ თუ არა ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენა?
შეუძლიათ თუ არა ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენა?

ბრიტანეთში ახალი კვლევა იწყება, რომელიც დაადგენს, შეუძლიათ თუ არა ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენა ინფექციის სიმპტომების გამოვლენამდე, დაავადების საწყის ეტაპზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კვლევის პირველ ფაზას ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა მთავრობის დაფინანსებით აწარმოებს. კვლევის განსახორციელებლად მთვრობამ 500 ათასი გირვანქა სტერლინგი გამოყო.

კვლევაში მონაწილეობას ლაბრადორები და კოკერ სპანიელები მიიღებენ. პროექტში სულ ექვსი ძაღლი მონაწილებს და მათი გუნდი "დიდი ექვსეულის" სახელით არის ცნობილი.

მეცნიერები ძაღლებზე დიდ იმედებს ამყარებენ, ვინაიდან, მათ უკვე შეუძლიათ კიბოს რამდენიმე ტიპის, მალარიის და პარკინსონის დაავადების ამოცნობა.

"მოხარული ვართ, რომ მთავრობამ მოგვცა საშუალება გვეჩვენებინა, რომ ძაღლებს შეუძლიათ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ითამაშონ. მათი დახმარებით მოსახლეობის სწრაფი სკრინინგი იქნება შესაძლებელი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" , - განაცხადა Medical Detection Dogs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კლერ გესთმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system