თავში

შეზღუდვების მოხსნისგან ძალიან, ძალიან შორს ვართ - მეთ ჰენკოკი

შეზღუდვების მოხსნისგან ძალიან, ძალიან შორს ვართ - მეთ ჰენკოკი
შეზღუდვების მოხსნისგან ძალიან, ძალიან შორს ვართ - მეთ ჰენკოკი

"დიდი ბრიტანეთი შეზღუდვების მოხსნისგან ჯერ ძალიან, ძალიან, ძალიან შორს არის", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

მეთ ჰენკოკმა ასევე აღნიშნა, რომ მეცნიერთა მოსაზრებით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევაში სიკვდილიანობის რისკი სულ მცირე 10%-ით იზრდება.

"მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალი შტამი შესაძლოა უფრო მეტად, დაახლოებით 10%-ით ან უფრო მეტით მომაკვდინებელი იყოს. ჯერ ზუსტად არ ვართ დარწმუნებულები იმაში, თუ რამდენად მაღალია გარდაცვალების რისკი ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევაში. 

მთავარია, რომ ვირუსი კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ, რისი ერთადერთი გზა სოციალური კონტაქტის შემცირება და წესების დაცვაა", - განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ბრიტანაული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "ბრიტანული შტამი" შესაძლოა 50%-მდე უფრო მომაკვდინებელიც კი იყოს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 3 617 459 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ინფიცირებული 97 329 პირი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system