თავში

შოტლანდია მოქალაქეებს ტამპონებსა და ჰიგიენურ საფენებს უფასოდ დაურიგებს

​შოტლანდია მოქალაქეებს ტამპონებსა და ჰიგიენურ საფენებს უფასოდ =
შოტლანდია მოქალაქეებს ტამპონებსა და ჰიგიენურ საფენებს უფასოდ დაურიგებს

შოტლანდიის პარლამენტმა ე.წ. "კრიტიკული დღეების" დროს ჰიგიენის საშუალებების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად მოქალაქეებს მათ უფასოდ დაურიგებენ. ადგილობრივი ხელისუფლება გააკონტროლებს, რომ ტამპონები და ჰიგიენური საფენები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამრიგად, შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მოქალაქეებს ტამპონებსა და ჰიგიენურ საფენებს უფასოდ დაურიგებს. 

კანონპროექტის ლეიბორისტული პარტიის წევრმა, მონიკა ლენონმა 2017 წელს წარადგინა. მისი თქმით, ის ხელს შეუწყობდა ე.წ. period poverty-ს დაძლევას, რადგან უამრავ ქალს არ აქვს ჰიგიენური საშუალებების ყიდვის სახსრები. 2018 წელს საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შოტლანდიის, უელსის და ინგლისის მდედრობითი სქესის წარმომადგენლების 25% იძულებული იყო, სამსახური ან სწავლა გაეცდინა, რადგან ტამპონებისა და ჰიგიენური საფენების შეძენა არ შეეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system