თავში

შოტლანდია ცარიელ კუნძულებზე დასახლებულებს გრანტს მისცემს

​შოტლანდია ცარიელ კუნძულებზე დასახლებულებს გრანტს მისცემს
შოტლანდია ცარიელ კუნძულებზე დასახლებულებს გრანტს მისცემს

შოტლანდიის ხელისუფლება 50 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის გრანტს შესთავაზებს ყველას, ვინც ქვეყნის ერთ-ერთ მოშორებულ კუნძულზე დასახლებას გადაწყვეტს. ამას დეპოპულაციის შეჩერების პროგრამა ითვალისწინებს. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

ჯამში ამ სქემისთვის შოტლანდიის ხელისუფლება მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გეგმავს. ამასთან, გადასახლებაზე 100 ტრანში იქნება შემოთავაზებული.

გეგმის თანახმად, თანხას მიიღებენ შრომისუნარიანი ასაკის ზრდასრულები და ოჯახები, რათა დაცარიელებულ ტერიტორიებზე მათ სახლის ყიდვა და ბიზნესის გახსნა შეძლონ.

ჯამში პროგრამამ 93 კუნძული უნდა მოიცვას. ამ გზით ხელისუფლებას კუნძულებზე ახალგაზრდების შენარჩუნება სურს. 

ცნობისთვის, 18 მარტს ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიაში კუნძული ეილინ-ენ-ფეიდი იყიდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system