
შოტლანდიის ქალაქ ერეში ძლიერი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.
სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი იყო ჩართული.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ინციდენტის შედეგად 2-სართულიანი სახლი განადგურდა.