თავში

შოტლანდიაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - VIDEO

​შოტლანდიაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა
შოტლანდიაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - VIDEO

შოტლანდიაში, სტოუნჰეივენთან ახლოს, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC Scotland ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი "ტვიტერში" წერს, რომ "ეს სერიოზული ინციდენტია" და ის მოვლენების განვითარებას თვალს ადევნებს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

ჯერჯერობით ასევე უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system