თავში

შოტლანდიაში მე-16-18 საუკუნეებში სიკვდილით დასჯილ "ალქაჯებს" შეიწყალებენ

​შოტლანდიაში მე-16-18 საუკუნეებში სიკვდილით დასჯილ "ალქაჯებს" შეიწყა
შოტლანდიაში მე-16-18 საუკუნეებში სიკვდილით დასჯილ ალქაჯებს შეიწყალებენ

ორგანიზაციამ "შოტლანდიის ალქაჯები", რომელიც "ჯადოქრობის" ბრალდებით სიკვდილით დასჯილი ადამიანების გამართლებას ითხოვს, ქვეყნის პარლამენტში შეწყალების აქტის მიღების მოთხოვნით პეტიცია შეიტანა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Independent ავრცელებს.

ორგანიზაცია დაზარალებულებისთვის ბოდიშის მოხდასაც ითხოვს.

პეტიცია პარლამენტის ვებ-გვერდზე მარტში გამოჩნდა. ხელმომწერები 1563 წლის ჯადოქრობის აქტის მიხედვით მსჯავრდებულთა ხსოვნისთვის პატივის მიგებას და ყველა დასჯილის შეწყალებას ითხოვდნენ. მას რამდენიმე პოლიტიკოსმაც დაუჭირა მხარი.

ეს კანონი შოტლანდიაში 1736 წლამდე მოქმედებდა. ამ ხნის განმავლობაში, ორგანიზაციის ცნობით, "ჯადოქრობისთვის" სულ მცირე 2558 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. "ჯადოქრობაში" ჯამში 837 ადამიანი დაადანაშაულეს, რომელთაგან დაახლოებით 84% ქალი იყო.

ვინაიდან "ჯადოქრობა“ მძიმე დანაშაული იყო, მსჯავრდებულებს უბრალოდ კოცონზე წვავდნენ, მანამდე კი აწამებდნენ, რათა მათ დანაშაული ეღიარებინათ. ამისთვის დაკავებულებს ძირის საშუალებას არ აძლევდნენ, ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდნენ, საჯაროდ აშიშვლებდნენ, ფრჩხილებს აცლიდნენ და ა.შ.

1736 წელს აღიარეს, რომ ადამიანების სიკვდილით დასჯა "ჯადოქრობისთვის" არასწორი იყო და თავად დანაშაულის დეფინიცია "მოჩვენებითი ჯადოქრობით" შეიცვალა, რაც ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system