თავში

შოტლანდიაში მეთევზეებმა დაკარგული კორელა გადაარჩინეს

შოტლანდიაში მეთევზეებმა დაკარგული კორელა გადაარჩინეს
შოტლანდიაში მეთევზეებმა დაკარგული კორელა გადაარჩინეს

შოტლანდიაში, სანაპიროდან 10 კილომეტრის მანძილზე დაკარგული კორელა მეთევზეებმა გადაარჩინეს.

მეთევზეებმა დაკარგულ კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელს ხმელეთზე დაბრუნებამდე საკვები და წყალი მისცეს. მეთევზეებმა ჩიტს "მოანა" დაარქვეს.

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს სახელი ძალიან შეეფერება მას", - თქვა ერთ-ერთმა მეთევზემ.

მათ კორელა შოტლანდიის ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. ვეტერინართა თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყნის საქველმოქმედო ორგანიზაციის თქმით, ფრინველის პატრონის შესახებ ინფორმაციას მოიძიებენ და უკან დაუბრუნებენ მას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system