თავში

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრეები ლიდერობენ

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრეები ლიდერობენ
შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრეები ლიდერობენ

შოტლანდიის ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნებში შოტლანდიის ეროვნული პარტია (SNP) ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება შანსები, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის განმეორებითი რეფერენდუმი ჩატარდეს.  

შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერმა და შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტურჯენმა უკვე გამოაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, რეფერენდუმის განმეორებით ჩატარებას შეეცდება.

ამავე დროს, როგორც გამოცემა Reuters აღნიშნავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ SNP  აბსოლუტური უმრავლესობის მიღებას შეძლებს. 

ექსპერტების აზრით, შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ შეიძლება სცადოს საპარლამენტო კოალიციის შექმნა მწვანეთა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად.

კენჭისყრის საბოლოო შედეგები სავარაუდოდ 8 მაისს, დღის ბოლოს გამოცხადდება.

იმავდროულად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა უარყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system