თავში

შრი-ლანკის პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

​შრი-ლანკის პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
შრი-ლანკის პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

შრი-ლანკის პრეზიდენტი მაითრიპალა სირისენა 16 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. მისი თქმით, მას მეორე ვადით არჩევა არ სურს და საარჩევნო კამპანიაში აღარ ჩაერთვება.

მმართველი პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე საჯით პრემადასა იქნება. ის ყოფილი პრეზიდენტის, რანასინგჰე პრემადასას შვილია, რომელიც შრი-ლანკას 1989-1993 წლებში მართავდა.

მისი კონკურენტი ოპოზიციიდან კიდევ ერთი ექს-პრეზიდენტის, მაჰინდა რაჯაპაკსას ძმა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი გოთიბაია რაჯაპაკსა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system