თავში

შრი-ლანკაში, ასთმის სამკურნალოდ, იშვიათი ლეოპარდი მოკლეს

შრი-ლანკაში, ასთმის სამკურნალოდ, იშვიათი ლეოპარდი მოკლეს
შრი-ლანკაში, ასთმის სამკურნალოდ,  იშვიათი ლეოპარდი მოკლეს

შრი-ლანკაში პოლიციამ სამი პირი დააკავა. ისინი გადაშენების პირას მყოფი ლეოპარდის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. სამართალდამცავების განცხადებით, ბრაკონიერებმა ცხოველი ხაფანგში მოაქციეს, თავი მოაჭრეს, გაატყავეს და დაჭრეს. შრი-ლანკაში გავრცელებული რწმენის თანახმად, ლეოპარდის ხორცი კარგია ასთმის წინააღმდეგ სამკურნალოდ.

ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების ბინიდან ლეოპარდის გასაყიდად გამზადებული 17 კილოგრამი ხორცი და ტყავი ამოიღეს. მოკლული ცხოველის მოჭრილი თავი ბოროტმოქმედებმა ტყეში დატოვეს.

შრი-ლანკის ტყეებში 1000-მდე ლეოპარდი ბინადრობს. გადაშენების პირას მყოფი ცხოველები წითელ წიგნშია შეტანილი. მათთვის ზიანის მიყენება კანონით ისჯება და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system