თავში

შრი-ლანკაში საჯარო ადგილებში ფარანჯის ტარება აიკრძალა

​შრი-ლანკაში საჯარო ადგილებში ფარანჯის ტარება აიკრძალა
შრი-ლანკაში საჯარო ადგილებში ფარანჯის ტარება აიკრძალა

შრი-ლანკის მინისტრთა კაბინეტმა საჯარო ადგილებში ქალებისთვის ჩადრისა და ფარანჯის ტარება აკრძალა. კანონი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს. ფარანჯის ტარება 2019 წლის ტერაქტის შემდეგ დროებით აკრძალული იყო. მაშინ თვითმკვლელმა ტერორისტმა აღდგომას თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 260 ადამიანი დაიღუპა. მაშინ პოლიციამ მიიჩნია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სწორედ ფარანჯის ქვეშ იყო დამალული.

მანმადე პაკისტანის ელჩმა შრი-ლანკაში განაცხადა, რომ ფარანჯის აკრძალვის გადაწყვეტილება მუსულმანი ქალების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. აკრძალვის გადაწყვეტილება გააკრიტიკა რელიგიის თავისუფლების საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა აჰმედ შაჰიდმაც. მისი თქმით ეს რელიგიური გამოხატვის თავისუფლება ეწინააღმდეგება.

შრი-ლანკაში მუსლიმებს მოსახლეობის მხოლოდ 9% წარმოადგენს. 70% ბუდისტები, 15 % კი თამილების უმცირესობა ინდუისტები არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system