თავში

შრი-ლანკაში ციხის ბუნტის დროს 8 ადამიანი დაიღუპა, 55 დაშავდა

შრი-ლანკაში ციხის ბუნტის დროს 8 ადამიანი დაიღუპა, 55 დაშავდა
შრი-ლანკაში ციხის ბუნტის დროს 8 ადამიანი დაიღუპა, 55 დაშავდა

შრი-ლანკაში, მაჰარას ციხეში არეულობა მოხდა. უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. 8 ადამიანი გარდაიცვალა და 55 დაშავდა. დაშავებული პატიმრები და პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ NDTV წერს.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პატიმრებმა კორონავირუსის ინფიცირების მატებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს, საკნები გატეხეს და ციხის ორი ბადრაგი მძიმედ დაჭრეს. პატიმრებმა ციხის სამზარეულოს ცეცხლი წაუკიდეს და ორი მზარეული მძევლად აიყვანეს. მათ შენობაში განთავსებული ოთახები და ოფისები დაანგრიეს. ასეულობით პატიმარმა კი ციხიდან გაქცევა სცადა.

ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექვსასი ოფიცერი, მათ შორის 200 პოლიციელი პერიმეტრზე სიტუაციის გასაკონტროლებლად განლაგდა. მათი თქმით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system