თავში

შრი-ლანკის ახალი მთავრობა პრეზიდენტის ნათესავებით დაკომპლექტდა

შრი-ლანკის ახალი მთავრობა პრეზიდენტის ნათესავებით დაკომპლექტდა
შრი-ლანკის ახალი მთავრობა პრეზიდენტის ნათესავებით დაკომპლექტდა

შრი-ლანკის მინისტრთა ახალმა კაბინეტმა რესპუბლიკის პრეზიდენტის, გოტობაია რაჯაპაქსას წინაშე ფიცი დადო.

საკვანძო თანამდებობები მთავრობაში პრეზიდენტის ნათესავებმა დაიკავეს.

შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი ისევ მაჰინდრა რაქაპაქსა გახდა. ის პრეზიდენტის ძმა არის. ამასთან, ის სამ სამინისტროსაც უხელმძღვანელებს, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი.

პრემიერის შვილი, ნამალ რაჯაპაქსა ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ჩაიბარებს. ჩამალ რაჯაპაქსა, რომელიც პრეზიდენტის უფროსი ძმაა, შიდა უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

თავად პრეზიდენტი, გოტობაია რაჯაპაქსა თავდაცვის სამინისტროსაც უხელმძღვანელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system