თავში

შრი-ლანკის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო

​შრი-ლანკის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო
შრი-ლანკის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო

შრი-ლანკის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, 70 წლის გოტაბაია რაჯაპასკამ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საპრეზიდენტო ფიცი დადო. არჩეულმა პრეზიდენტმა უმცირესობის წარმომადგენლებს, ტამილებსა და მუსლიმებს მიმართა, რომელთაც ყოფილ გენერალს არჩევნებში ხმა არ მისცეს და მის მომავალ მმართველობას ეჭვის თვალით უყურებენ.

შრი-ლანკაში ხანგრძლივი სამოქალაქო ომის დასრულებაში მნიშვნელოვან როლს სწორედ რაჯაპასკას მიაწერენ. მან ადვილად მოიპოვა გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა უმცირესობების უნდობლობა, რაჯაპასკას წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების საკითხებში არსებულ ბრალდებებს უკავშირდება.

რაჯაპასკას განცხადებით, მისი პრიორიტეტი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტის დაცვა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system