თავში

შრი-ლანკის პრეზიდენტმა ახალ პრემიერად საკუთარი ძმა დაასახელა

​შრი-ლანკის პრეზიდენტმა ახალ პრემიერად საკუთარი ძმა დაასახელა
შრი-ლანკის პრეზიდენტმა ახალ პრემიერად საკუთარი ძმა დაასახელა

შრი-ლანკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, გოტაბაია რაჯაპასკამ ქვეყნის პრემიერად საკუთარი ძმა, მაჰინდრა რაჯაპასკა დაასახელა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაჰინდრა რაჯაპასკა მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც ყოფილი პრემიერის, რანილ ვიკრამასინგჰეს გადადგომის იურიდიული პროცედურები დასრულდება.

შრი-ლანკის პრემიერი და ყველა გუბერნატორი დღეს გადადგა.

შრი-ლანკის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, 70 წლის გოტაბაია რაჯაპასკამ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საპრეზიდენტო ფიცი 18 ნოემბერს დადო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system