თავში

შვარცენეგერი მზად არის, უცხოპლანეტელებს შეებრძოლოს

შვარცენეგერი მზად არის, უცხოპლანეტელებს შეებრძოლოს
შვარცენეგერი მზად არის, უცხოპლანეტელებს შეებრძოლოს

ჰოლივუდის მსახიობმა და კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა განაცხადა, რომ მზად არის, ებრძოლოს უცხოპლანეტელებს, თუ ისინი დედამიწას თავს დაესხმებიან.

"მსურს მადლობა გადავუხადო ხალხს, რომ დამიჯერეს. მე მზად ვარ ვემსახურო მათ", - წერს შვარცენეგერი.

ბრიტანული სატელევიზიო არხის Blaze-ის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შვარცენეგერი საუკეთესო კანდიდატია უცხოპლანეტელებთან ბრძოლისთვის. ექსპერტებმა შეადგინეს 20 ცნობილი ადამიანის სია, რომლებსაც ისინი დედამიწაზე უცხოპლანეტელების შემოჭრის შემთხვევაში ხელმძღვანელობას დაავალებენ. ცნობილია, რომ გამოკითხვაში ორი ათასი ბრიტანელი მცირეწლოვანი მონაწილეობდა.

სიაში მეორე ადგილი დაიკავა უილ სმიტმა, ტოპ ხუთეულში ასევე შედიან დევიდ ატენბორო, ბრიუს უილისი და ტომ კრუზი.

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მერვე ადგილზე იყო იმ ადამიანთა სიაში, რომლებსაც უცხოპლანეტელების წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვა შეუძლიათ. ხოლო აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მე-20 ადგილს იკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system