თავში

შვედეთი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის კარანტინს აუქმებს

​შვედეთი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის კარანტინს აუქმებს
შვედეთი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის კარანტინს აუქმებს

შვედეთის ჯანდაცვის სამმართველო 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის კარანტინს აუქმებს. ამის შესახებ ბრიფინგზე უწყების გენერალურმა დირექტორმა, იოჰან კარლსონმა განაცხადა.

უწყებამ კვლევა ჩაატარა, რომლიც მიხედვით დადგინდა, რომ კარანტინი ადამიანების ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

პანდემიის დასაწყისში 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩიეს, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ იარონ მაღაზიებსა და აფთიაქებში და მოერიდონ ხალხმრავლობას.

"მოძრაობის ნაკლებობის შედეგად მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემები გაუმწვავდათ", - განაცხადა კარლსონმა.

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანებმა ცხოვრების აზრი დაკარგეს.

სოციალური ურთიერთობის ნაკლებობა კი მოქალაქეებში უძილობას იწვევდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system