თავში

შვედეთი ახალ კოვიდ-შეზღუდვებს აწესებს

​შვედეთი ახალ კოვიდ-შეზღუდვებს აწესებს
შვედეთი ახალ კოვიდ-შეზღუდვებს აწესებს

კორონავირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი დონის გამო შვედეთმა ახალი რეგულაციები დააწესა. ინფორმაციას The local ავრცელებს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა მოუწოდა ყველას, ვისაც საშუალება აქვს, 12 იანვრიდან სახლიდან იმუშაოს.

გაიდლაინების დარღვევისთვის ჯარიმები დაწესებული არ არის, თუმცა მათ სამართლებრივი საფუძველი აქვს და არასავალდებულოდ არ განიხილება.

გარდა ამისა, ახალი წესების თანახმად, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება, ბარები და რესტორნები საღამოს 23:00-ზე დაიხურება.

დაწესებულებებში მაგიდასთან 8 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება. ისინი ერთმანეთისგან, სულ მცირე, ერთი მეტრის დაშორებით უნდა ისხდნენ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთში კორონავირუსი რეკორდული ტემპით ვრცელდება და მოუწოდა არავაქცინირებულებს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიარონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system