თავში

შვედეთი - ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც საქართველოს საზღვრებს უხსნის

შვედეთი - ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელი
შვედეთი - ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც საქართველოს საზღვრებს უხსნის

შვედეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც საქართველოს საზღვრებს უხსნის.

გამოქვეყნებულ ჩამონათვალში, საქართველო 14 სახელმწიფოს შორისაა, რომლის მოქალაქეებსაც სტოკჰოლმი ქვეყანაში შესვლის ნებას რთავს.

ჩამონათვალი ასეთია:
საქართველო, ავსტრალია, ალჟირი, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, რუანდა, სამხრეთ კორეა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ამ ქვეყნების მოქალაქეებს, შვედეთში ვიზიტისას კარანტინის გავლა, ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება არ ექნებათ. თუმცა ყველა ტურისტი ვალდებულია, დაიცვას ადგილობრივი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, მათ შორის სოციალური დისტანცირების წესები და პიკის საათში არ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system