თავში

შვედეთი, ნორვეგია და დანია რუსეთის გამო სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ

​შვედეთი, ნორვეგია და დანია რუსეთის გამო სამხედრო თანამშრომლობას აძლიე
შვედეთი, ნორვეგია და დანია რუსეთის გამო სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ

ამ კვირაში შვედეთი ნორვეგიასა და დანიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters წერს.

ის აღნიშნავს, რომ ეს ბალტიის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გაუარესების ფონზე ხდება. სტოკჰოლმი რუსეთთან დაძაბულობის გამო შეიარაღებული ძალების აღდგენას გეგმავს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პიტერ ჰულკვისტის თქმით, სამ სკანდინავიურ სახელმწიფოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება "პოტენციური ანტაგონისტის" შეკავებას შეუწყობს ხელს.

”თუკი შეიქმნება კრიზისული სიტუაცია, ჩვენ ბევრად უკეთ მომზადებულები ვიქნებით, რადგანაც რეგიონში ჩვენს გეგმების კოორდინაციას მოვახდენთ”, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შვედეთმა იცის, რომ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რუსეთი მზადაა, სამხედრო ძალა გამოიყენოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system