თავში

შვედეთის მეფემ და დედოფალმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს

შვედეთის მეფემ და დედოფალმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს
შვედეთის მეფემ და დედოფალმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს

შვედეთის მეფემ, კარლ გუსტავ XVI-მ და დედოფალმა, სილვიამ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს.

74 წლის მეფემ და 77 წლის დედოფალმა ვაქცინა, ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, სტენჰამარის სასახლეში გაიკეთეს. 

„ახლა ქვეყანაში მასშტაბური ვაქცინაცია მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, უახლოეს თვეებში ვაქცინას გაიკეთებს, რათა ეს რთული პერიოდი რაც შეიძლება მალე გადავლახოთ“, - განაცხადა შვედეთის მეფემ.

ბოლო მონაცემებით, 10-მილიონიან შვედეთში ვაქცინა უკვე 80 000-მა ადამიანმა გაიკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system