თავში

შვედეთის პირველი ქალი პრემიერი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა

​შვედეთის პირველი ქალი პრემიერი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა
შვედეთის პირველი ქალი პრემიერი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა

შვედეთის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დატოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მაგდალენა ანდერსონმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და სანაცვლოდ, ოპოზიციის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი აირჩია.

შედეგად მისმა კოალიციურმა პარტნიორმა, „მწვანეთა პარტიამ“ მთავრობა დატოვა.

"კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, კოალიციური მთავრობიდან რომელიმე პარტიის გასვლის შემთხვევაში, მთავრობა უნდა გადადგეს. მისი განმარტებით, მას არ სურს, მართოს მთავრობა, რომლის ლეგიტიმურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ვთხოვე პარლამენტის სპიკერს, გამათავისუფლოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობებიდან,“ - განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.

ამასთან, მაგდალენა ანდერსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს, როგორც ერთპარტიული მთავრობის ლიდერს, ხელახლა დაუჭერს.

"მზად ვარ, ვიყო პრემიერ-მინისტრი ერთპარტიულ, სოციალ-დემოკრატიულ მთავრობაში,“ - აღნიშნა მაგდალენა ანდერსონმა.

ცნობისთვის, 24 ნოემბერს შვედეთის პარლამენტმა მთავრობის მეთაურად სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა ანდერსონი აირჩია. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system