თავში

შვედეთის პრემიერ-მინისტრად ისევ მაგდალენა ანდერსონი აირჩიეს

​შვედეთის პრემიერ-მინისტრად ისევ მაგდალენა ანდერსონი აირჩიეს
შვედეთის პრემიერ-მინისტრად ისევ მაგდალენა ანდერსონი აირჩიეს

შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ისევ სოციალ-დემოკრატი მაგდალენა ანდერსონი აირჩია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამრიგად, ანდერსონი ჩამოაყალიბებს და უხელმძღვანელებს უმცირესობის მთავრობას, რომელიც მხოლოდ მისი პარტიისგან შედგება.

სოციალ-დემოკრატებს 349-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 100 მანდატი აქვთ, ამიტომ პოლიტიკის განსახორციელებლად რამდენიმე სხვა პარტიის მხარდაჭერის იმედზე მოუწევთ ყოფნა.

ცნობისთვის, შვედეთის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დატოვა.

 შვედეთის პარლამენტმა მთავრობის მეთაურად სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა ანდერსონი 24 ნოემბერს აირჩია. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system