თავში

შვედეთის ტყეში 2500 წლის განძი აღმოაჩინეს

​შვედეთის ტყეში 2500 წლის განძი აღმოაჩინეს
შვედეთის ტყეში 2500 წლის განძი აღმოაჩინეს
© lansstyrelsen.se

შვედეთში კარტოგრაფმა ტომას კარლსონმა სპორტული ორიენტირების შეჯიბრისთვის მზადების დროს გეტერბორგიდან 50 კმ-ში ბრინჯაოს ხანის განძი აღმოაჩინა, რომელიც დაახლოებით 2500 წლისაა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

არქეოლოგების თქმით, განძი 50 სხვადასხვა სამკაულს შეიცავს, რომელთა შორისაა ყელსაბამები, სამაჯურები და ტანსაცმლის ქინძისთავები.

”თავიდან მეგონა, რომ ეს ნათურა იქნებოდა, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, დავინახე, რომ ეს ძველი სამკაულია”, - განაცხადა კარლსონმა.

ნივთები კარგ მდგომარეობაში იყო, ამიტომ მას ეგონა, რომ ეს ასლები იყო, თუმცა არქეოლოგებთან კონსულტაცია მაინც გადაწყვიტა.

შვედი არქეოლოგების თქმით, ტყეში ასეთი საგანძურის პოვნა ძალიან იშვიათია. ძველი ტომები ასეთი შესაწირავის უმეტესად მდინარეებსა ან ჭალებში ტოვებდნენ. ამ შემთხვევაში კი განძი ტყეში, ქვების გვერდით იყო დამალული. არქეოლოგების თქმით, სავარაუდოდ, ეს ნივთები ღმერთებს შესწრეს.

Film: Bronsåldersfynd i Västra Götaland from VGR Kulturutveckling on Vimeo.

ვიდეო: VGR Kulturutveckling.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system