თავში

შვედეთში 8 400 წლის ძაღლის ნაშთები აღმოაჩინეს

შვედეთში 8 400 წლის ძაღლის ნაშთები აღმოაჩინეს
შვედეთში 8 400 წლის ძაღლის ნაშთები აღმოაჩინეს

შვედეთში, ბლეკინგეს პროვინციაში, ნეოლითური ხანის, 8 400 წლის ძაღლის ნაშთები აღმოაჩინეს.

ბლეკინგეს მუზეუმში განაცხადეს, რომ ეს შვედეთში ძაღლის ერთ-ერთი უძველესი საფლავია.

არქეოლოგებმა ძაღლის ნაშთების კარგად შენახვის მიზეზად 8 000 წლის წინ ზღვის დონის ძალიან სწრაფად აწევა და ყველაფრის ტალახით დაფარვა დაასახელეს.

მათ აღნიშნეს, რომ მჟავე ნიადაგის გამო ჯერჯერობით ადამიანის ჩონჩხის ნაწილები არ არის ნაპოვნი.

”ძნელი სათქმელია, რა სახის ჯიშის ძაღლია ეს. თუმცა ის შვედურ ელკჰაუნდს ჰყავს", - განაცხადა ერთ-ერთმა არქეოლოგმა.

არქეოლოგთა თქმით, გათხრების ადგილას, ძაღლების საფლავებში აღმოჩენილია საჩუქრები, როგორიცაა ცულები და დანები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვის ხანის მონადირეებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ გარკვეულ ძაღლებთან.

ამ პერიოდის სხვა მაგალითებიც არსებობს, ზოგი ძაღლი ისეთივე საჩუქრებს იღებდა, როგორსაც ადამიანები. არც ერთ ძაღლს არ სჭირდება ნაჯახი, მაგრამ ის ადამიანის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა და მასაც უნდა ჰქონოდა ერთი იარაღი", - განაცხადა არქეოლოგმა.

არქეოლოგებმა ასევე აღნიშნეს, რომ გათხრების შედეგად ძაღლების ძვლებს აღმოაჩნდათ კვალი, რომ ყველა ადამიანი ძაღლს კარგად არ ეპყრობოდა და მეტიც, ისინი ძაღლებს ჭამდნენ.

ბლეკინგეს მუზეუმში აცხადებენ, რომ შვედეთის პროვინციებში არქეოლოგიური გათხრები 15 წელია მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში უამრავი ნაშთი და სხვადასხვა სახის იარაღები და ნივთები იქნა ნაპოვნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system