თავში

შვედეთში დემოკრატი ქალები პედოფილების კასტრაციას ითხოვენ

შვედეთში დემოკრატი ქალები პედოფილების კასტრაციას ითხოვენ
შვედეთში დემოკრატი ქალები პედოფილების კასტრაციას ითხოვენ

შვედეთის დემოკრატ ქალთა კავშირი ამტკიცებს, რომ 2010 წლის შემდეგ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და გაუპატიურების ფაქტები 30 %-ით გაიზარდა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, პედოფილები კასტრაციის წესით დასაჯონ.

"ცხოვრებაში არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი შვილების დაცვა, მათი აღზრდა, უსაფრთხოება და სიყვარული. ახლა კასტრაციის წესით დასჯა უფრო მეტად აუცილებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. უსაფრთხოება წარმატებული და მოქმედი საზოგადოების ქვაკუთხედია, ის ასევე ბედნიერი ბავშვობის ქვაკუთხედია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ პროცესი ნელა, მაგრამ უფრო და უფრო წინ მიიწევს", - განაცხადეს ქალთა კავშირის დამფუძნებლებმა.

შვედეთის დემოკრატი ქალები ასევე ითხოვენ, რომ ბავშვებზე სექსუალური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები ათ წელზე მეტხანს დარჩნენ პატიმრობაში.

"დროა, რომ გავაძლიეროთ ჩვენი შვილებისა და ახალგაზრდების დაცვა", - განაცხადეს ქალებმა.

დემოკრატი ქალების აღშფოთება უფრო მეტად გახმაურებულმა სკანდალმა გამოიწვია. ცნობილია, რომ ევროპარლამენტის წევრის მეგობარი ბიჭი პედოფილიის ბრალდებით ნასამართლევი აღმოჩნდა და ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ამ ფაქტის შესახებ კი პოლიტიკოსმა იცოდა. გახმაურებული სკანდალის შემდეგ, ევროპარლამენტის წევრმა თანამდებობა დატოვა. დემოკრატ ქალთა კავშირი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი სწორად მოიქცა და მისმა მეგობარმა, როგორც პოლიტიკოსს, უზარმაზარი სირთულეები შეუქმნა.

მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან შვედეთის ციხისა და პრობაციის სამსახური, ასევე სასამართლოს ფსიქიატრია,  პედოფილებს მკურნალობს. დაწესებულება დღემდე მოქმედია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system