თავში

შვედეთში კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრები იწყება

​შვედეთში კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრები იწყება
შვედეთში კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრები იწყება

შვედეთში 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, ასევე ჯანდაცვის მუშაკებს და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერული დოზები შესთავაზეს. ინფორმაციას AP ავრცელებს.

ქვეყნის სოციალური საქმეების მინისტრმა, ლენა ჰალენგრენის თქმით, მესამე დოზას მეორე დოზიდან, სულ მცირე, 6 თვეში, 1,5 მილიონი შვედი მიიღებს.

შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, იოჰან კარლსონმა დასძინა, რომ დამატებით დოზას, საბოლოო ჯამში, 16 წელზე უფროსი ასაკის ყველა მოქალაქეს შესთავაზებენ.

მეზობელ დანიაში, კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა მოხუცებს, სამედიცინო პერსონალსა და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებს შესთავაზეს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან.

ნორვეგია 65 წელზე უფროსი ასაკის მაცხოვრებლებს ურჩევს, გამაძლიერებელი დოზა მეორე დოზით ვაქცინაციიდან, სულ მცირე, ექვსი თვის შემდეგ მიიღოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system