თავში

შვედეთში ყურანის დაწვას მასობრივი არეულობები მოჰყვა

შვედეთში ყურანის დაწვას მასობრივი არეულობები მოჰყვა
შვედეთში ყურანის დაწვას მასობრივი არეულობები მოჰყვა

შვედეთის ქალაქ მალმოში, მუსულმანური წმინდა წიგნის - ყურანის დაწვისთანავე მასობრივი არეულობები და საპროტესტო აქციები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდნენ, როგორც მომიტინგეები ასევე სამართალდამცავები. არეულობა პარასკევს საღამოს დაიწყო მას შემდეგ, რაც დანიის მემარჯვენე ექსტრემისტული პარტიის წევრებმა, ქალაქის ცენტრში ყურანი დაწვეს და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში განათავსეს. 

აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანის საბურავებს და სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 20 ადამიანი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system