თავში

შვედეთში სისხლიანი თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

​შვედეთში სისხლიანი თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
შვედეთში სისხლიანი თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

შვედეთში, ქალაქ ვეტლანდაში ქუჩაში გამვლელებზე დანით თავდამსხმელი  22 წლის მამაკაცია, რომელიც   შვედეთში ავღანეთიდან  2018 წელს ჩავიდა. ქალაქ ვეტლანდაში საცხოვრებლად ის ერთი წლის წინ გადავიდა.

მამაკაცი მანამდეც იყო შემჩნეული სამართალდარღვევებში, თუმცა ესენი ძირითადად ნარკოტიკებს უკავშირდებოდა.

დანით შეიარაღებული ახალგაზრდა 8 გამვლელს დღეს დილით დაესხა თავს და სამი მათგანი მძიმედ დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებისას ფეხში დაიჭრა თავად თავდამსხმელიც. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის ბინაც გაჩხრიკეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ამ ეტაპზე მკვლელობის მცდელობად კვალიფიცირდება, თუმცა ისინი არც ტერორიზმის მოტივებს გამორიცხავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system