თავში

შვეიცარია გამჭვირვალე პირბადეების წარმოებას იწყებს

შვეიცარია გამჭვირვალე პირბადეების წარმოებას იწყებს
შვეიცარია გამჭვირვალე პირბადეების წარმოებას იწყებს

შვეიცარიის მკვლევართა გუნდი ორწლიანი მუშაობის შემდეგ 100%-ით გამჭვირვალე პირბადეების წარმოებას იწყებს, რომელიც მათი ვარაუდით ტრადიციული სახის ნიღბებს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, სამედიცინო პირბადეები ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ამასთან, ადამიანების უმეტესობას ცხოვრების ახალ წესებთან შეგუება უჭირს, ვინაიდან მათი სახე მუდმივად დაფარულია, რაც სუნთქვას ართულებს.

გამჭვირვალე პირბადეების წარმოების იდეა მეცნიერ კლაუს შოუშენბერგერს ეკუთვნის. შოუშენბერგი HelloMask-ის პირბადეებს EssentialTech Center-თან და შვეიცარიის ფედერალური მასალების-სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით აწარმოებს.

მეცნიერთა მიზანი ინოვაციური პირბადის შექმნა იყო, რომელიც მოსახერხებელი იქნებოდა და ამავდროულად ჰაერის ფილტრაციის უმაღლეს სტანდარტებს დააკმაყოფილებდა.

HelloMask-ის ნიღბები თავდაპირველად საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის მუშაკებისათვის დამზადდება, მაგრამ სამომავლოდ, 2021 წლის დასაწყისისთვის, მისი მასიურ ბაზარზე დანერგვა იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system