თავში

შვეიცარიამ აშშ-რუსეთის სამიტის ორგანიზებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა

​შვეიცარიამ აშშ-რუსეთის სამიტის ორგანიზებაში მონაწილეებს მადლობა
შვეიცარიამ აშშ-რუსეთის სამიტის ორგანიზებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა

შვეიცარიის პრეზიდენტმა, გი პარმელენმა მადლობა გადაუხადა, ყველას, ვინც აშშ-რუსეთის სამიტის ორგანიზებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ მან "ტვიტერში" დაწერა.

"მადლობა ყველას, ვინც კავშირშია იმის უზრუნველყოფასთან, რომ სამიტი საუკეთესო პირობებში მიმდინარეობდეს და ყველას, ვინც გლობალური პრობლემების გადაწყვეტის ძიებაში მონაწილეობს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ჯენევაში, "ლა-გრანჯის" ვილაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე ბაიდენმა აღნიშნა, რომ პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეები საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას ეცდებიან. თავის მხრივ, პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ინიციატივისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system