თავში

შვეიცარიამ, შესაძლოა, რუსეთ-აშშ-ის სამიტის დროს ჟენევის თავზე ფრენები აკრძალოს

​შვეიცარიამ, შესაძლოა, რუსეთ-აშშ-ის სამიტის დროს ჟენევის თავზე ფრენ
შვეიცარიამ, შესაძლოა, რუსეთ-აშშ-ის სამიტის დროს ჟენევის თავზე ფრენები აკრძალოს

შვეიცარია რუსეთისა და აშშ-ის სამიტის დროს ჟენევის თავზე საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის, ასევე სამოქალაქო ავიაციისთვის ცის სავარაუდო დახურვისთვის ემზადება. ამის შესახებ თავდაცვის, მოსახლეობის სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალური დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლორენც ფრიშკნეხტმა განაცხადა.

მისი თქმით, სხვა დეტალებზე საუბარი მას ჯერ არ შეუძლია.

"სავარაუდო ზომები საჰაერო სივრცის მონიტორინგს, სამხედრო თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება, ასევე სამოქალაქო ავიაციისთვის საჰაერო სივრცის შეზღუდვას მოიცავს", - განაცხადა მან.

რუსეთ-აშშ-ის სამიტი ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system