თავში

შვეიცარიაში COVID-19-ის ანტირეკორდი დაფიქსირდა

შვეიცარიაში COVID-19-ის ანტირეკორდი დაფიქსირდა
შვეიცარიაში COVID-19-ის ანტირეკორდი დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების 12,6 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პანდემიის დაწყებიდან აბსოლუტური რეკორდი გახდა. ინფორმაციას შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 12 598 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ დღეში 34 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 66%-ზე მეტი (5,7 მილიონზე მეტი ადამიანი) სრულად არის აცრილი.

შვეიცარიაში, პანდემიის დაწყებიდან, COVID-19-ის მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 11,3 ათასზე მეტი ინფიცირებული გარდაიცვალა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system