თავში

შვეიცარიაში COVID-19-ზე ვაქცინაციის შემდეგ 5 ადამიანი გარდაიცვალა

შვეიცარიაში COVID-19-ზე ვაქცინაციის შემდეგ 5 ადამიანი გარდაიცვალა
შვეიცარიაში COVID-19-ზე ვაქცინაციის შემდეგ 5 ადამიანი გარდაიცვალა

შვეიცარიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ 5 ადამიანი გარდაიცვალა. შვეიცარიული მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტო Swissmedic-ის ინფორმაციით, სიკვდილიანობა ვაქცინაციასთან კავშირში არ არის და პაციენტების გარდაცვალება თანმხლებმა დაავადებებმა განაპირობეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ხუთივე პაციენტის ასაკი 84 წელს აღემატება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროისთვის შვეიცარიაში Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაა დამტკიცებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დღემდე Swissmedic-მა ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ 42 შეტყობინება მიიღო.

21 იანვრის მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსზე დაახლოებით 170 ათასი ადამიანი აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system