თავში

შვეიცარიაში დახურულ სივრცეებში COVID-პასპორტებს მოსთხოვენ

​შვეიცარიაში დახურულ სივრცეებში COVID-პასპორტებს მოსთხოვენ
შვეიცარიაში დახურულ სივრცეებში COVID-პასპორტებს მოსთხოვენ

შვეიცარია განიხილავს ინიციატივას, რომლის თანახმად საზოგადოებრივ დახურულ სივრცეებში მოქალაქეებს COVID-პასპორტების წარდგენა მოუწევთ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მოთხოვნა გავრცელდება ღონისძიებებზე, ასევე რესტორნებზე, ბარებსა და ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა კინოთეატრები და მუზეუმები, ასევე სპორტული ცენტრები.

”თუ ჰოსპიტალიზაციის რიცხვი კვლავ განაგრძობს ასეთი ტემპებით ზრდას, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე კვირაში საავადმყოფოები გადაიტვირთება. ამიტომ, მთავრობამ გადაწყვიტა, კანტონებთან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გაძლიერებული ზომების შესახებ კონსულტაციები გამართოს", - აღნიშნულია ფედერალური მთავრობის განცხადებაში.

კონსულტაციები 30 აგვისტომდე გაგრძელდება.

შვეიცარიის COVID-სერტიფიკატი შეიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system