თავში

შვეიცარიაში გეი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება

შვეიცარიაში გეი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება
შვეიცარიაში გეი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება

შვეიცარიაში რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას გამოკითხავენ, რამდენად მიზანშეწონილია გეი ქორწინება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

შვეიცარიის პარლამენტში, დეკემბერში კანონპროექტი მიიღეს, რომელიც აღიარებს ორი ერთნაირი სქესის მქონე პირის ქორწინებას, თუმცა მოწინააღმდეგეებმა რეფერენდუმისთვის საჭირო რაოდენობის ხმები შეაგროვეს.

ცნობისთვის, რეფერენდუმის ჩატარება ხდება მაშინ, როდესაც გარკვეული გადაწყვეტილებების წინააღმდეგი მოქალაქეები, კანონის ოფიციალური გამოქვეყნებიდან 100 დღის განმავლობაში შეაგროვებენ 50 000 ხელმოწერას.

შვეიცარიის ფედერალური კანცელარიის ინფორმაციით, რეფერენდუმის მოთხოვნით 61000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

ზემოთ აღნიშნული კანონის მიღებამდე, შვეიცარიაში წყვილებს შეეძლოთ ”რეგისტრირებული პარტნიორობის” საბუთის აღება, რომელიც მათ არ ანიჭებდა ისეთივე უფლებებს, როგორც ქორწინებისას, თუმცა ახალმა კანონმდებლობამ მათ დაქორწინების საშუალება მისცა და სპერმის დონაციაზე წვდომა უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ Pink Cross-ის დაკვეთით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვეიცარიის მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system