თავში

შვეიცარიაში კოვიდ ტესტებს აფთიაქებში უფასოდ დაარიგებენ

შვეიცარიაში კოვიდ ტესტებს აფთიაქებში უფასოდ დაარიგებენ
შვეიცარიაში კოვიდ ტესტებს აფთიაქებში უფასოდ დაარიგებენ

შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის სწრაფი ტესტების შეძენას მაცხოვრებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფთიაქებში უფასოდ შეძლებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, შვეიცარიის ხელისუფლებამ უფასო ტესტირების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი გამოყო.

უფასო ტესტირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება 12 მარტს გამოქვეყნდება, ხოლო გეგმა ძალაში 15 მარტიდან შევა. გეგმის თანახმად, შვეიცარიის თითოეული მაცხოვრებელი აფთიაქებში თვეში ხუთი ტესტის ნაკრებს მიიღებს.

შვეიცარიაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 562,290 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 10,046 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system