თავში

შვეიცარიაში პილოტები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, მატარებლის მძღოლებად იმუშავებენ

შვეიცარიაში პილოტები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, მატარებლის მძღოლებად იმუშავებენ
შვეიცარიაში პილოტები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, მატარებლის მძღოლებად იმუშავებენ

შვეიცარიაში მფრინავებმა, რომლებმაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს, მატარებლის მძღოლის კურსების გავლას შეძლებენ.

Aeropers პილოტთა ასოციაციის განცხადებით, ამ ორ პროფესიას ბევრი საერთო აქვს და ქვეყანაში მატარებლის მძღოლის დეფიციტია. კომპანიის სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარია სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი იქნება.

ერთ-ერთმა მფრინავმა, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩქაროსნული მატარებლის თანამშრომელი გახდება, აღნიშნა, რომ გადამზადების პროცესში ყველაზე მთავარი სიამაყის დაძლევა და მუშაობის გაგრძელების სურვილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system