თავში

შვეიცარიაში შესაძლოა ჩადრის და ბურკის ტარება აიკრძალოს

შვეიცარიაში შესაძლოა ჩადრის და ბურკის ტარება აიკრძალოს
შვეიცარიაში შესაძლოა ჩადრის და ბურკის ტარება აიკრძალოს

შვეიცარიაში, 2021 წლის 7 მარტს, კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში ჩადრისა და ბურკის ტარების აკრძალვის საკითხი გადაწყდება. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

გამოცემის ცნობით, საუბარია ყველანაირი სახის სამოსის აკრძალვაზე, რომელიც სახეს ფარავს.  

აღნიშნული ინიციატივა შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს წევრს, ვალტერ ვობმანს ეკუთვნის. იგი მიიჩნევს, რომ ნიქაბის ტარების აკრძალვა ისლამური რადიკალური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლის ლოგიკური ნაბიჯია.

მეორე მხრივ, მუსულმანური ეკლესიის წარმომადგენლები აღნიშნულ ინიციატივას მუსლიმი ქალების ჩაგვრად მიიჩნევენ. 

წინასწარი გამოკითხვა რეფერენდუმის შედეგების შესახებ არაერთგვაროვან წარმოდგენას იძლევა. გამოკითხულთა 49 პროცენტი აკრძალვას ეწინააღმდეგება, 47 პროცენტი კი მხარს დაუჭერს, ხოლო გამოკითხულთა ოთხ პროცენტს პასუხის გაცემა უჭირს. 

შვეიცარიის მეზობელ ქვეყნებში - საფრანგეთსა და ავსტრიაში მსგავსი აკრძალვა უკვე მოქმედებს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system