
შვეიცარიაში, ქალაქ ვინტერტურში, ვენაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, 2 ადამიანი დააკავეს.
გამოძიების ფარგლებში 18 და 24 წლის შვეიცარიელები აიყვანეს.
შეიარაღებული თავდასხმები ვენის ცენტრში 2 ნოემბერს საღამოს, 6 სხვადასხვა ადგილას მოხდა.
თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისხლიანი ღამის შემდეგ, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, ვენაში, სინაგოგასთან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.
ადგილობრივი მედია ერთი ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება, მეორეს დასაკავებლად კი ანტიტერორისტული დანაყოფები სპეცოპერაციას ატარებენ.