თავში

სიბერის შეჩერება შეუძლებელია - ახალი კვლევა

სიბერის შეჩერება შეუძლებელია - ახალი კვლევა
სიბერის შეჩერება შეუძლებელია - ახალი კვლევა

მრავალი წელია, მეცნიერები სხვადასხვა ხერხით ადამიანის გაახალგაზრდავებას და ასაკის მატებასთან დაკავშირებული ცვლილებების შეჩერებას ცდილობენ, რისთვისაც ხელოვნურ ინტელექტსა და გენური ინჟინერიის თანამედროვე მიღწევებს იყენებენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა უშედეგოდ.

მსოფლიოს 14 ქვეყანაში მდებარე სამეცნიერო დაწესებულებებში მომუშავე სპეციალისტებმა უპრეცედენტო კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგების თანახმადაც ადამიანის დაბერების პროცესი შეუქცევადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მარადიული ახალგაზრდობისა და უკვდავების მიღწევას ვერასდროს შევძლებთ. 

"შევადარეთ ადამიანისა და პრიმატების დაბადების და სიკვდილის მონაცემები და აღმოვაჩინეთ, რომ სიკვდილიანობის ეს ზოგადი ნიმუში ყველა მათგანში იგივეა. ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ ბიოლოგიური და არა გარემო ფაქტორები განსაზღვრავენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. სტატისტიკამ დაადასტურა, რომ ადამიანები უფრო მეტხანს ცხოვრობენ ჯანმრთელობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გამო, რაც იწვევს სიცოცხლის გახანგრძლივებას მთელ მოსახლეობაში. ამის მიუხედავად, კვლევამ გვაჩვენა, რომ დაბერების პროცესი ყველა სახეობისთვის გარდაუვალია და მსგავსი სიჩქარით მიმდინარეობს", - განაცხადა ჟოზე მანუელ აბურტომ, რომელმაც დაბადების და სიკვდილიანობის სტატისტიკა გაანალიზა.

იმის გასარკვევად, შევძლებთ თუ არა ოდესმე ამას, ნაშრომის ავტორებმა "დაბერების უცვლელი ტემპის" სახელით ცნობილი ჰიპოთეზის მართებულობის გადამოწმება გადაწყვიტეს. ამ უკანასკნელის მიხედვით, ძუძუმწოვართა თითოეული სახეობის წარმომადგენლები ზრდასრულობიდან მოყოლებული დაბერების კონკრეტულ კანონზომიერებას ემორჩილებიან.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ადამიანების და პრიმატთა სახეობაში შემავალი სხვა ჯიშის შობადობა-სიკვდილიანობის მაჩვენებლები შეისწავლეს, რათა მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას დაკვირვებოდნენ. მონაცემთა ანალიზის შედეგად, მათ ცხოველებსა და ჩვენში ერთნაირი ტენდენცია გამოავლინეს - მცირეწლოვნებში სიკვდილის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებში, ადრეულ მოზრდილობაში ის ისევ დაბალ ნიშნულზეა, შემდეგ კი ასაკთან ერთად იმატებს. 

აქედან გამომდინარე, სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ პროცესის შეჩერება ჩვენს ძალებს აღემატება, რადგან ერთგვარი ბიოლოგიური ლიმიტი გვაქვს დაწესებული, რასაც წინ ვერ აღვუდგებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system