თავში

სიეტლის მერი დონალდ ტრამპს ბუნკერში დაბრუნებას ურჩევს

​სიეტლის მერი დონალდ ტრამპს ბუნკერში დაბრუნებას ურჩევს
სიეტლის მერი დონალდ ტრამპს ბუნკერში დაბრუნებას ურჩევს

ქალაქ სიეტლის მერი, ჯერი დიურკანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბუნკერში დაბრუნებას ურჩევს. ასე მან ქვეყნის ლიდერის კრიტიკას უპასუხა, რომლის თქმით, ქალაქის ხელისუფლება არეულობებს სათანადოდ არ უმკლავდება.

"გეშინოდეთ ჩვენი. დაბრუნდით ბუნკერში", - წერს დიურკანი "ტვიტერში".

მანამდე დონალდ ტრამპმა "ტვიტი" გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "სიეტლი შიდა ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელთ". აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონის შტატის გუბერნატორი და სიეტლის მერი გააკრიტიკა. მისი აზრით, ადგილობრივი ხელისუფლება არეულობებს ვერ უმკლავდება.

შეგახსენებთ, 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

საქმესთან დაკავშირებით 4 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს.

აფროამერიკელის მკვლელობას აშშ-ში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. მშვიდობიანი აქციები ხშირ შემთხვევაში, არეულობაში, დარბევასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადადის. სამართალდამცავების დასახმარებლად პროცესებში ეროვნული გვარდია ჩაერთო.

მოსახლეობის უკმაყოფილება 25 მაისს მომხდარმა ფაქტმა გამოიყვია. 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში დაკავებისას გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდს COVID-19 ჰქონდა.

მანამდე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system