თავში

სიეტლში ავტომობილი დემონსტრანტებში შევარდა

​სიეტლში ავტომობილი დემონსტრანტებში შევარდა
სიეტლში ავტომობილი დემონსტრანტებში შევარდა

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში ავტომობილი საპროტესტო აქციების მონაწილეებში შევარდა. ამის შემდეგ მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და ცეცხლი გახსნა. გამოცემა Seattle Times-ის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სიეტლის პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. 

შეგახსენებთ, 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

საქმესთან დაკავშირებით 4 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი უკვე წაუყენეს.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წაუყენეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

ყოფილი პოლიციელის, დერეკ ჩოვინის საქმის სასამართლო განხილვა, რომელსაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლიოდის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ერთი კვირით გადაიდო. ABC News ინფორმაციით, სხდომა 8 ივნისს გაიმართება.

მშვიდობიანი აქციები ხშირ შემთხვევაში, არეულობაში, დარბევასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადადის. სამართალდამცავების დასახმარებლად პროცესებში ეროვნული გვარდია ჩაერთო.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც 25 მაისს მოხდა. პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში დაკავებისას გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდს COVID-19 ჰქონდა.

მანამდე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system