თავში

სილვესტერ სტალონე პირად კადილაკს ყიდის - PHOTO

​სილვესტერ სტალონე პირად კადილაკს ყიდის
სილვესტერ სტალონე პირად კადილაკს ყიდის - PHOTO

კალიფორნიაში აუქციონზე 2019 წლის Cadillac Escalade ESV გამოჩნდა, რომელიც ცნობილ მსახიობს, სილვესტერ სტალონეს ეკუთვნის.

მსახიობი ავტომობილისთვის სანაცვლოდ $350 ათასს ითხოვს. მისი თქმით, ეს არ არის ძვირი, თუ გავითვალისწინებთ მის გარბენს და მფლობელის ვარსკვლავურ სტატუსს.

სტალონე ამბობს, რომ ავტომობილის ინტერიერის დიზაინის შექმნაში თავად იღებდა მონაწილეობას. მისი მოთხოვნით, Cadillac Escalade ESV-ის ბაზა 508 მილიმენტრით გაიზარდა.

სალონს უმაღლესი ხარისხის თეთრი ტყავი ამშვენებს, დასაკეცი მაგიდები კი ნატურალური ხისგანაა დამზადებული.

მანქანაში ასევე მინი-ბარი, მასაჟის სავარძლები, 43-ინჩიანი ტელევიზორი და აუდიოსისტემა სენსორული მართვით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system