
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და კინოპროდიუსერმა, სილვესტერ სტალონემ ფილმ "Rocky-ის" პრიქველის სცენარზე დაიწყო მუშაობა. მას სურს, ფრენჩაიზის გმირების ახალგაზრდობან აღწეროს. ამის შესახებ მსახიობმა "ინსტაგრამზე" განაცხადა.
სილვესტერ სტალონე ათეპიზოდიანი რამდენიმე სეზონის გამოშვებას გეგმავს. მსახიობმა აღნიშნა, რომ სერიალი სურს აჩვენოს არა ტელეარხებზე, არამედ სტრიმინგ პლატფორმებზე.
პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები და გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.